„მეოთხე ბრაიტონი“ სამი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია

კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალზე ლევან კოღუაშვილის ფილმი “მეოთხე ბრაიტონი” სამი ჯილდოს მფლობელი გახდა: საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – ლევან თედიაშვილი; ფიპრესის ჯილდო; ეკუმენური ჟიურის პრიზი;

ფილმი ემიგრაციაში მყოფი ქართველების შესახებ მოგვითხრობს. მთავარ როლს კი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლევან თედიაშვილი ასრულებს, ასევე ერთ -ერთ მთავარ როლშია ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე, რომლისთვისაც “მეოთხე ბრაიტონი” სამწუხაროდ ბოლო ფილმი აღმოჩნდა. ფილმის დამდგმელი ოპერატორია ფედონ პაპამიქაელი, რომელიც ორჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე, როგორც საუკეთესო კინოოპერატორი. „მეოთხე ბრაიტონის“ ძირითადი ნაწილი ნიუ იორკშია გადაღებული ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, თანადამფინანსებელია საქველმოქმედო ფონდი „ქართუ”

შეგახსენებთ, რომ ამერიკის კინოაკადემიის 2022 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს სახელით სწორედ  ლევან კოღუაშვილის ფილმი “მეოთხე ბრაიტონი” იბრძოლებს.