ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციით, პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე “EnoExpo 2021” ქართული ღვინო წარადგინეს,
გამოფენაზე ქართული ღვინის მწარმოებელი 20 კომპანიის ის ღვინოები იყო წარდგენილი, რომლებიც დღეისათვის პოლონეთის ბაზარზე არ იყიდება.
გამოფენის ფარგლებში გაიმართა მცირე მარნების მიერ წარმოებული ქვევრის ღვინოების დეგუსტაცია, რომელსაც ღვინის პროფესიონალები, რესტორატორები, სომელიეები, ღვინით ვაჭრობის სფეროს და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. მას გამომცემლობა Vinisfera-ს ხელმძღვანელი მარიუშ კაპჩინსკი უძღვებოდა.
ქართული ღვინის წარდგენა გამოფენაზე “EnoExpo 2021” ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.
პოლონეთი ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის და ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია.