ნოემბრის შუა რიცხვებში ათენში „თბილისობას” აღნიშნავენ. საქართველოს საელჩო საბერძნეთში გიწვევთ თბილისობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ კულტურულ ღონისძიებაზე, რომელიც გაიმართება 14 ნოემბერს, 10 საათზე, ღალაცის მუნიციპალიტეტის ღია თეატრში „ალსოს ვეიკუ“
ღონისძიება ტარდება ათენის საგანმანათლებლო და კულტურული დიასპორული ცენტრების ორგანიზებითა და საბერძნეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით.
ღონისძიებაზე დასწრება უფასოა.