მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საბავშვო მედია, გერმანული TV “KIKA” ქართველი მოცეკვავე გოგონას – 12 წლის ტასო ეზიეშვილის შესახებ ფილმს გადაიღებს, 25 წუთიან დოკუმენტურ ფილში დიდი ნაწილი დაეთმობა ტასოს მიერ გენიალურ “სუხიშვილებში” განვლილ 7 წელსა და მომავალს, ტასო ეზიეშვილი “Sukhishvili Juniors / უმცროსი “სუხიშვილები” – ის წარმატებული მოცეკვავეა.
„ერთ საღამოს ტასოს ვუთხარი, გერმანულმა ტელევიზიამ “KiKA” შენზე ფილმი რომ გადაიღოს, რას მისწერდი დასარწმუნებლად, რომ ღირსეული კანდიდატი ხარ ამ ფილმისთვის მეთქი და მეორე საღამოს ტასომ პრეზენტაცია მოამზადა, სადაც საკუთარი ცხოვრებისა და ცეკვის შესახებ წერს – პასუხმაც არ დააყოვნა” ამბობს ტასოს დედა მაიკო სიხარულიძე.