ქართველი ფერმერები ჰოლანდიაში სანერგე მეურნეობის თანამედროვე ტექნოლოგიებს გაეცნენ

3 ნოემბერს, საქართველოს საელჩომ  ნიდერლანდებში სანერგე მეურნეობაში დასაქმებულ საქართველოს ფერმერთა ჯგუფს და ნიდერლანდებში მათი ვიზიტის ორგანიზატორი კომპანიების წარმომადგენლებს უმასპინძლა.

ფერმერების ჯგუფი, ნიდერლანდებში, სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა (1-5 ნოემბერი) მათ მონაწილეობა მიიღეს  პროექტში “სანერგეების განვითარების ხელშეწყობა ქართველი ფერმერებისათვის” და  გაეცნენ სანერგე მეურნეობის თანამედროვე ტექნოლოგიებს, ასევე შეხვედრები გამართეს პოტენციურ ბიზნესპარტნიორებთან.

ვიზიტის ორგანიზატორები არიან „ნიდერლანდების სამეწარმეო სააგენტო“ (RVO), ნიდერლანდური საკონსულტაციო ორგანიზაცია Delphy, USAID და ქართული კომპანია „კარტლისი“. ფერმერებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ საქართველოს ელჩი, დავით სოლომონია და საელჩოს პერსონალის წევრები.