მერანოს ღვინის ფესტივალზე ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ასოციაცია “ქართული ღვინო”-ს ინიციატივითა და ორგანიზებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიაში, მერანოს ღვინის ფესტივალზე, ქართული ღვინოების წარდგენა გაიმართა.

„ფესტივალში მონაწილეობის მთავარი მიზანია, ხელი შევუწყოთ მცირე მარნების ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო ბაზრებზე და სამიზნე აუდიტორიას წარვუდგინოთ საუკეთესო ქვევრის ღვინოები საქართველოდან“ აღნიშნულია ქართული ღვინის ასოციაციის განცხადებაში.  ფესტივალის პირველ დღეს წარდგენილია 2021 წლის, ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული, ოქროს მედალოსანი ღვინოები.