პაატა შამუგიას „შიზოგადოება“ ბერძნულ ენაზე ითარგმნა

მწერალთა სახლის ხელშეწყობით, ბერძნულ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობის Εκδόσεις Βακχικόν – Vakxikon Publications მიერ გამოიცა პაატა შამუგიას  წიგნი „შიზოგადოება“ მთარგმნელი ეკატერინე ჯანაშიაა.

ჟურნალ Esquire-ის ბერძნულმა განყოფილებამ პაატა შამუგიას ლექსების კრებული უკვე დაასახელა მკითხველის რჩეულ 10 წიგნს შორის. კრებულის პრეზენტაცია 27 ნოემბერს თესალონიკის საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე გაიმართება.

წიგნის შესახებ: ენობრივი თამაშები, კომიკურის და ტრაგიკულის ოსტატური სინთეზი – პაატა შამუგიას სახასიათო სტილი და პოეტიკა ამ წიგნშიც  გრძელდება. თუმცა, „შიზოგადოება“ ავტორის წინამორბედი კრებულებისგან თვისებრივად განსხვავებულია. ამ განსხვავებას მკითხველი თავად ნახავს, როცა წაიკითხავს და „შიზოგადოების“ სრულუფლებიან წევრობას მოიპოვებს.