მსოფლიოში ერთ – ერთი ყველაზე ცნობილი ბრიტანული სამოგზაურო მედიის Wanderlust-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე – Wanderlust Travel Awards, თბილისი მოკლე მანძილზე სამოგზაუროდ ყველაზე სასურველ ქალაქად დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
თბილისთან ერთად, ამ ნომინაციაში, ლისაბონმა და სევილიამ გაიმარჯვა.
ბრიტანული სამოგზაურო გამოცემის Wanderlust Travel Award -ის 20-ე დაჯილდოების ცერემონია კენსინგტონის სასახლეში გაიმართა და ტურიზმის ინდუსტრიის 300 -ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.