1 ნოემბერს, ჰააგაში Diplomat Magazine-ის მიერ მოწყობილ – Diplomats Wine Extravaganza-ს ღონისძიებაზე, საქართველოს საელჩოსა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიების “8 Millennium” და “TSV Estate Winery” თანაორგანიზებით, გაიმართა ახალი ქართული სამარკო ღვინოების დეგუსტაცია/წარდგენა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით სოლომონიამ. მან ისაუბრა ქართული მევენახეობის, ღვინის წარმოების მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და ქვევრის ღვინის დაყენების უნიკალური ტრადიციის შესახებ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ენოლოგები, სომელიეთა გაერთიანებების,ისევე როგორც დიპლომატიური კორპუსის, ღვინის იმპორტიორების, სარესტორნო, გასტრონომიული და კულინარული სფეროს წარმომადგენლები.