ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლერი აბულაძემ (63 კგ) 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა და სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში საქართველოს ჰიმნი აააჟღერა. ფინალში აბულაძე თურქ აჰმეთ იარს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ბელგრადში მიმდინარე ჩემპიონატზე ფინალში იჭიდავებს აივენგო რიკაძე (82 კგ) ესტონელი კალჟოლას, ფინელი კეტონენისა და რუსი ოჟაევის ძლევის შემდეგ, მან ნახევარფინალში ირანელი ნაგუსი დაამარცხა და ოქროს მედალს შვეიცარიელი ბეჩარტის ძლევა აშორებს.
ფრიდონ აბულაძემ (60 კგ) და ჯონი ხეცურიანმა (67 კგ) ნახევარფინალში წააგეს და რეპეშაჟის ფინალში გადაერთნენ.