„დასაწყისი“ კიდევ ორი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია

ქართველი რეჟისორის დეა კულუმბეგაშვილის ფილმ “დასაწყისის” ათეულობით საერთაშორისო ჯილდოს კიდევ ორი პრიზი შეემატა: საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმისთვის “დასაწყისი” იტალიაში, კინოფესტივალზე Linea d’Ombra დაჯილდოვდა, კინოდაჯილდოვება EAST — WEST. GOLDEN ARCH-ის ჯიდლო კი “დასაწყისმა” საუკეთესო დებიუტისთვის მიიღო.

„დასაწყისი” იეჰოვას მოწმეთა თემის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც მძინარე პროვინციულ ქალაქში თავს დაესხმება ექსტრემისტული დაჯგუფება. იანა იეჰოვას მოწმეთა ლიდერის მეუღლეა. მისი ნაცნობი სამყარო ამ კონფლიქტის შუაგულში ნელ-ნელა ინგრევა. იანას შინაგანი უკმაყოფილება იზრდება, მას შემდეგ რაც იგი საკუთარის სურვილების გაანალიზებას იწყებს.