ბერლინი, ვენა – განახლებული ტურისტული მიმართულებები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან

2 ნოემბრიდან ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულება ვენისა და ბერლინის მიმართულებით დაიწყო.ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

ავსტრიის დედაქალაქის მიმართულებით რეისები კვირაში ორი სიხშირით განახლდა. ხოლო, გერმანიის დედაქალაქის მიმართულებით, პირველ ეტაპზე, კვირაში ერთი სიხშირით. აპრილიდან კი მეორე სიხშირეც დაემატება.რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეებს გერმანიასა და ავსტრიაში გამგზავრება ტურისტული მიზნითაც შეუძლიათ. ორივე რეისის საშუალებით 660-მა ადამიანმა ისარგებლა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, განახლებული რეისის პირველ მგზავრებს ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.