ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე წყვილთა თანრიგში საფრანგეთში დასრულებული პუატიეს ტურნირის გამარჯვებულია.
მარიამი და მისი მეწყვილე, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი სამანტა მიურეი ფინალში ფრანგულ წყვილს ელბი/ჟანჟანს შეხვდნენ და მეტოქეები ორ სეტში ანგარიშით 7:6 6:0 დაამარცხეს.
ბოლქვაძემ პუატიეს ტურნირზე ერთეულთა თანრიგშიც ითამაშა, მაგრამ, სამწუხაროდ მეოთხედფინალში დამარცხდა.