საერთაშორისო პროექტის “artists for artists”-ის ფარგლებში, ესპანეთში ქართველი მხატვრის ნინა მოსს-ის ნამუშევრების გამოფენა მიმდინარეობს, პროექტის დამფუძნებელი ესპანეთში მოღვაწე ქართველი მხატვარი სოფია ფარჯიანია.ინფორმაციას ესპანეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
გამოფენა ოფიციალურად 27 ოქტომბერს 19.00 საათზე გაიხსნა, მისამართზე: გალერეა “EKE” calle almaden 19, Madrid და მიმდინარე წლის 8 ნოემბრამდე გასტანს, ასევე, აღსანიშნავია, რომ ესპანეთში მოღვაწე ქართველი მხატვრის სოფიო ფარჯიანის პერსონალური გამოფენა გალერეა “CHROMOS”-ში (მადრიდი) 24 ოქტომბრიდან 26 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობს.