საქართველოს 17-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში გავიდა. ქართველი ფეხბურთელები ესტონელ თანატოლებთან 0:1 დამარცხდნენ, მაგრამ წაგების მიუხედავად ჯგუფში მეორე ადგილით მომდევნო საკვალიფიკაციო რაუნდში გადავიდნენ.
2022 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში მე-4 ჯგუფიდან ორი ნაკრები გავიდა – ესტონეთი და საქართველო.
ევროპის U-17 ჩემპიონატის პირველ შესარჩევ რაუნდში მონაწილეობას 52 ნაკრები იღებს. ელიტ-რაუნდის მატჩები მომდევნო წლის მარტში ჩატარდება, ხოლო თავად ევროპის ჩემპიონატი ისრაელში 16 მაისიდან 1 ივნისამდე გაიმართება.