დემნა გვასალია, ამერიკის შემდეგ, ბრიტანეთის მოდის საბჭომ 2021 წლის დაჯილდოების ნომინანტებში დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაცია Demna Gvasalia Daily-ს გვერდზე გავრცელდა.
Fashion Awards-ის დაჯილდოება ლონდონში 29 ნოემბერს გაიმართება, ხოლო ამერიკული CFDA Awards-ის დაჯილდოება ნიუ-იორკში 10 ნოემბერს არის დაგეგმილი.
„ამერიკის შემდეგ დემნა ბრიტანეთის მოდის საბჭომაც დაასახელა 2021 წლის დაჯილდოების ნომინანტებში. ბრიტანეთის Fashion Awards ლონდონში 29 ნოემბერს გაიმართება. ამერიკული CFDA Awards – ნიუ-იორკში 10 ნოემბერს”, – აღნიშნულია განცხადებაში.