27 ოქტომბერს სერბეთის რესპუბლიკაში ყოველწლიურ კულინარიულ კონფერენციაზე “FoodTalk 2021” საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგა.
კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქმეთა დროებით რწმუნებულმა, ილია კობერიძემ, რომელმაც ისაუბრა ქართული სამზარეულოს, როგორც ქართული იდენტობისა და თვითმყოფადობის განუყოფელი ნაწილის ისტორიასა და თანამედროვეობაზე, ქართული სუფრის ტრადიციებზე,ასევე მსოფლიოში საქართველოს პოპულარიზაციის საქმეში გასტრონომიული დიპლომატიის მნიშვნელობაზე.
ღონისძიების ფარგლებში,სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ოფისის ორგანიზებით, კონფერენციის 200-მდე მონაწილესა და მასმედიის 65 წარმომადგენელს ქართული კერძებისა და ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა მიეცა.