აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ერთდღიანი გამოფენა, სახელწოდებით „ხიდი“ გაიმართა.
გამოფენა მიეძღვნა გერმანიისა და საქართველოს მრავალწლიან მეგობრობას და მისი მონაწილეები იყვნენ: ცნობილი გერმანელი მხატვარი – ფრანცისკა ქიონიგსრაინერი და ცნობილი ქართველი მხატვარი – ქეთი მატაბელი. სპეციალური სტუმრის სტატუსით, გამოფენაზე იმყოფებოდა გერმანიის ელჩი საქართველოში, ბ-ნი ჰუბერტ ქნირში. გამოფენის კურატორი: ნინო გუჯაბიძე.
არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, გამოფენა კოვიდ-რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდა