შვეიცარიაში „ქართული ღვინის ფორუმი” იმართება

ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, 29-31 ოქტომბერს, შვეიცარიაში, ქალაქ ბერნში, ფესტივალის „FERNWEH” ფარგლებში, ქართული ღვინის ფორუმი იმართება. ფესტივალი უცხო ქვეყნების კულტურის წარმოჩენას გულისხმობს და მასში არაერთი ქვეყანა მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით,  შვეიცარიაში მსგავსი მასშტაბის ღონისძიება პირველად იმართება, რაც აღნიშნულ ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია.

ფორუმზე, რომელიც  ბერნის კულტურის სახლში „Casino Bern” იმართება, წარმოდგენილია ქართული ღვინის მწარმოებელი 9 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოები.

ღონისძიების ორგანიზატორები შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩო, „ქართული ღვინის გალერეა“ (GeoHaus GmbH) და „ქართული კულტურის ცენტრი  შვეიცარიაში“ არიან.