თბილისის საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალი 30 ოქტომბერს გაიხსნება

30 ოქტომბერს, 19:00 საათზე, კინოთეატრ “ამირანში” თბილისის საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალი ფილმ The Crossing-ის ჩვენებით გაიხსნება. The Crossing მრავალი ჯილდოს მფლობელი ფილმია, რომელიც საფრანგეთი-ჩეხეთი-გერმანიის კოპროდუქციაა.

„კინოფესტივალის წლევანდელი გამოშვებისთვის შეირჩა 190-ზე მეტი ფილმი 46 ქვეყნიდან. ფილმების ჩვენების გარდა, ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ციფრული ვიზუალური ხელოვნების გამოფენა Tbilisi Digital Art Exhibition და მასტერკლასები.“ – ნათქვამია ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისის საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალი მეოთხედ ტარდება. წელს ფესტივალის ყველა ჩვენებებზე დასწრება თავისუფალია კოვიდ რეგუალციების მკაცრი დაცვით.

ფესტივალის პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.