ელენე მიქაბერიძის ფილმის პროექტი “ოცნება კადილაკზე” საერთაშორისო კინოფესტივალ DOK Leipzig-ის კოპროდუქციის ბაზრობაზე Current Time TV-ის ჯილდოს მფლობელი გახდა. ინდუსტრიულ პლატფორმაზე პროექტები 36 ქვეყნიდან შეირჩა.ინფორმაციას ეროვნული კინო ცენტრი ავრცელებს.
დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი DOK Leipzig 25 დან 31 ოქტომბრის ჩათვლით ლაიფციგში მიმდინარეობს და ფესტივალზე ორი ქართული ფილმია წარდგენილი: მარადია ცაავას დოკუმენტური ფილმი “წყალს საზღვრები არ აქვს” და მარიამ კაპანაძის ანიმაციური ფილმი “მიტოვებული სოფელი