სალხინოს დადიანის საშემოდგომო სასახლე (მარტვილი) წელს მეშვიდედ უმასპინძლებს მუსიკალურ ფესტივალს – „სალხინოს კამერატა“ფესტივალი ეძღვნება გამოჩენილი ქართველი კომოზიტორის – რევაზ ლაღიძის 100 წლის იუბილეს.
ფესტივალი ტრადიციულად სასახლის ორსაუკუნოვან ხეივანში, ღია ცის ქვეშ, რეგულაციების სრული დაცვით გაიმართება და მუსიკოსებს საქართველოდან, სერბეთიდან და პოლონეთიდან უმასპინძლებს.რეზიდენციის ულამაზეს ხეივანში მაყურებელს სამი დაუვიწყარი მუსიკალური საღამო ელის:
5 ნოემბერი – კამერულ-ინსტრუმენტული მუსიკა: პეტარ მარიჩი – აკორდეონი. სერბეთი; გიტარის დუეტი Woch & Guzik – პოლონეთი; გია ყანჩელის სახელობის სიმებიანი კვარტეტი.
6 ნოემბერი – ლექცია-კონცერტი: ევროპული რენესანსის მადრიგალები. საფესტივალო კამერული გუნდი, დირიჟორი არჩილ უშვერიძე; ლექცია- შიო აბრახამია. (კონცერტი მაყურებელთა შეზღუდული რაოდენობით სასახლეში გაიმართება).
7 ნოემბერი – ქართული კინომუსიკა. თბილისის ოპერის თეატრის კამერული ორკესტრი ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით; ნუკრი კაპანაძე, ეკა მამალაძე, მიხეილ ჯავახიშვილი.
ფესტივალის ორგანიზატორები: შიო აბრახამია – ინიციატორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი – გენერალური მენეჯერი. ფესტივალი ხორციელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მარტვილის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით.