მწერალთა სახლის მხარდაჭერით იტალიურ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობის IL Saggio Editore მიერ გამოიცა ილია ჭავჭავაძის ,,მგზავრის წერილები” მთარგმნელი: მანანა თოფაძე-გოიმანია.
ქართული ლიტერატურის კლასიკოსი მწერალი – ქართველი ერის მამად წოდებული ილია ნაწარმოებში „მგზავრის წერილები“ აღწერს საკუთარ მოგზაურობას ვლადიკავკასიდან თბილისამდე, მას შემდეგ რაც ოთხი წელიწადი დაჰყო რუსეთში სასწავლებლად. სხვა „თერგდალეულთა“ მსგავასად ილიაც სამშობლოში ახალი იდეებით ბრუნდება. „როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას და როგორ შემეყრება იგი მე, – ვიფიქრე. რას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას ახალს და რას მეტყვის იგი მე? ვინ იცის: იქნება მე ჩემმა ქვეყანამ ზურგი შემომაქციოს, როგორც უცხო ნიადაგზედ გადარგულსა და აღზრდილსა?“