22-24 ოქტომბერს, პოლონეთში, ქალაქ ვარშავაში „თბილისობის“ აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, თორნიკე ცირეკიძის ორგანიზებითა და საქართველოს საელჩოს პატრონაჟით ჩატარდა.
„თბილისობის“ ფარგლებში ვარშავაში წარმოდგენილი იყო ქართული სამზარეულო, ღვინო და ხელნაკეთი ნივთები. სტუმრებმა ნახეს ქართული ცეკვის შთამბეჭდავი ნომრები და მოუსმინეს ჯგუფის „ქართული კვარტეტი“ მიერ შესრულებულ ქართულ სიმღერებს. ღონისძიება სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას 6000-მდე სტუმარი დაესწრო.