ქართველი ემიგრანტი მხატვრის, ეკატერინე სიხარულიძის მიერ შესრულებული ვაჟა-ფშაველას პორტრეტი ლუვრში გამოიფინა. თვითნასწავლი მხატვარი 10 წელია უკვე ესპანეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ის ასევე მომავალ თაობებს ზრდის ბარსელონას “წმიდა ნინოს” სახელობის სამრევლოსთან არსებულ სულიერების, განათლებისა და კულტურის ცენტრში.
ეკატერინე სიხარულიძის ნამუშევრები მსოფლიოს ცნობილ გალერეებში ადრეც მოხვედრილა. ის 65 გამოფენის მონაწილეა, უამრავი სახელოვნებო დიპლომისა თუ ჯილდოს მფლობელი.მათ შორის ლუვრში მისი ნამუშევრები გასულს წელსაც მოხვდა.
„შეუწყვეტელი რიგი და ათასობით მნახველი მოდიოდა ამ დიდი და საოცარი გამოფენის სანახავად, ვიდექი და ყელში ბურთი მეჩხირებოდა. თავს ძვლივს ვიკავებდი რომ არ მეტირა სიამაყით. ვიდექი ჩემი ვაჟას გვერდით, მარტო ვიყავი მაგრამ გვერდით იმხელა ბუმბერაზი მედგა! მთის არწივის ბრიალა თვალებით გადმოჰყურებდა ყველას და რა შემაშინებდა!!!“ წერს სოციალურ ქსელში მხატვარი.