საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ვეტერანთა ნაკრებმა, საბერძნეთის ქალაქ ლუტრაკში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა.
მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ტარიელ შავაძემ, რომელმაც D ჯგუფში, 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში აჯობა ყველა კონკურენტს.
ზურაბ წიქარიძე (100 კგ) B ჯგუფში, ფინალში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. დავით გუგუნაშვილმა (78 კგ. B ), ბადრი ანთაძემ (78 კგ. C) და ზაზა შავაძემ (130 კგ. A) მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.