ლისაბონში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვეტერანმა ძიუდოისტებმა 9 მედალი მოიპოვეს

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, ლისაბონში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვეტერანთა შორის საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა, სამი დღის ასპარეზობის შემდეგ, 4 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

მსოფლიოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა ალექსი დავითაშვილი, რომელმაც +100კგ წონით კატეგორიაში M4 ასაკის ძიუდოისტებს შორის გაიმარჯვა.

მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ: პაატა ღვინიაშვილი (-90კგ, M1), მამუკა კურდღელაშვილი (-60კგ, M5) და გიგლა ალიბეგაშვილი (-66კგ, M5).

ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ იოსებ მარგველაშვილი (-90კგ, M3) და ლევან გოგინაშვილი (+100კგ, M3).

მესამე ადგილზე გავიდნენ: ელგუჯა გვასალია (-90კგ, M6), ნუგზარ კოჭლამაზაშვილი (-81კგ, M4) და ანზორ შეღვიაშვილი (+100კგ, M1)