22 და 24 ოქტომბერს, ელენე ნავერიანის ფილმს „სველი ქვიშა“ ვენაში, ვიენალეს საერთაშოროსო კინოფესტივალზე აჩვენებენ, ფესტივალი, ტრადიციულად, ვენაში ყოველი წლის ოქტომბრის ბოლოს იმართება.
შეგახსნებთ, რომ ფილმის მსოფლიო პრემიერა მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. სადაც ფილმში „სველი ქვიშა“ გია აგუმავამ ჯილდო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მიიღო. 19 ოქტომბერს კი ფილმი გენტის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს.
ფილმი „სველი ქვიშა“ საქართველოსა და შვეიცარიის კოპროდუქციაა და ზღვისპირა სოფელში მცხოვრები ადამიანების შესახებ მოგვითხრობს, მათ ჰგონიათ რომ ერთმანეთის შესახებ ყველაფერი იციან, მაგრამ ბაბუის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ ჩასული შვილიშვილი არკვევს ამბებს, რომელთა შესახებაც წარმოდგენა არავის ჰქონდა.