რომის მუნიციპალიტეტის და ნიუ იორკის იტალო-ამერიკული სავაჭრო პალატის ეგიდითა და ასოციაცია „Incinque Open Art Monti“-ს ორგანიზებით რომში „რომის სამკაულთა კვირეული“ ჩატარდა. გამოფენის მიზანი იყო თანამედროვე სამკაულის კულტურის წარმოჩენა.
კვირეულის ფარგლებში, 15-17 ოქტომბერს, Auditorium di Mecenate-ში გამოიფინა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ოსტატთა მიერ დამზადებული სამკაულები, რომელთა შორის წარმოდგენილი იყო ორი ქართველი ხელოვანის – ფატი კახნიაშვილის და სალომე ქობულაშვილის ნამუშევრები. ინფორმაციას იტალიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
17 ოქტომბერს აღნიშნული ნამუშევრები ასევე გამოიფინა იტალიაში საქართველოს საელჩოში, სადაც საერთაშორისო გამოფენასთან დაკავშირებით მიღება გაიმართა.