20 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში მდებარე ანგლო-ამერიკულ ცენტრში გაეროს მდგრადი განვითარების კუთხე გაიხსნა. ღონისძიებას გაეროს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში საბინე მახლისი დაესწრო.
გაეროს მდგრადი განვითარების კუთხე მოიცავს ბიბლიოთეკას, ელექტრონულ სამკითხველოსა და სადისკუსიო სივრცეს. კუთხეს ეროვნული ბიბლიოთეკის ანგლო-ამერიკული დარბაზის კურატორი მაია სიმონიშვილი უხელმძღვანელებს.