“ქართველი ემიგრანტები ამერიკის შეერთებულ შტატებში” – ასე ქვია გამოცემას, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოში დაიბეჭდა და ამერიკაში მოღვაწე წარმატებული ქართველების შესახებ მოგვითხრობს.
პროექტი ხანგრძლივი მუშობის შემდეგ შედგა. დაწყებულია მუშაობა რიგით მეორე წიგნზეც, რომელიც მალე იხილავს დღის სინათლეს. როგორც ავტორები ამბობენ, საკმაოდ დიდი მასალა დაგროვდა გამოსაცემად და საჭირო გახდა პროექტის გაგრძელება.
ვინ გააერთიაანა აღნიშნულმა პროექტმა და როგორი იქნება შემდეგი გამოცემა – ამაზე ვრცლად ვიდეობლოგში სტუმრები საუბრობენ: იდეის ავტორი და რედაქტორი მზია კანდელაკი და სარედაქციო ჯგუფის წევრი და პროექტის მონაწილე ლელა ქართველიშვილი (KARTVELI).
პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"