19 ოქტომბერს დასრულდა კიდევ ერთი დიდი საერთაშორისო ტურნირი ნარდში”CLASH OF HEMISPHERES” რომელიც გაზაფხულზე დაიწყო და სამი სესიისგან და გამარჯვებულთა გრანდფინალისგან შედგებოდა. ინფორმაციას საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაცია ავრცელებს.
საერთაშორისო ტურნირზე ოთხი ქართველი იღებდა მონაწილეობას, საბოლოოდ კი ბაქარ მათიკაშვილმა ვერცხლის , ხოლო რამაზ უკლებამ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. პირველი ადგილი კი ამერიკელი ბილ რილესს ერგო.