19 ოქტომბერს გენტის საერთაშორისო კინოფესტივალზე ელენე ნავერიანის ფილმს “სველი ქვიშა” აჩვენებენ, ჩვენებები ასევე გაიმართება 20 და 21 ოქტომბერს.
შეგახსენებთ, რომ ფილმის მსოფლიო პრემიერა მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ – ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. სადაც ფილმში „სველი ქვიშა“ გია აგუმავამ ჯილდო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მიიღო.
ფილმი „სველი ქვიშა“ საქართველოსა და შვეიცარიის კოპროდუქციაა და ზღვისპირა სოფელში მცხოვრები ადამიანების შესახებ მოგვითხრობს, მათ ჰგონიათ რომ ერთმანეთის შესახებ ყველაფერი იციან, მაგრამ ბაბუის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ სოფელში ჩასული შვილიშვილი არკვევს ამბებს, რომელთა შესახებაც წარმოდგენა არავის ჰქონდა.