„ვოგისა“ და Vanity Fair-ის შემდეგ ქართველი მოდელი ეთო მიგრიაული იტალიური Elle-ის გარეკანისთვის გადაიღეს. ეს გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც ჟურნალის გარეკანზე ხვდება ქართველი მოდელი, რაც ნებისმიერი ტოპ-მოდელისთვის უდიდესი წარმატებაა.
მაისში სამოდელო სააგენტო Geomodels-ის მოდელი ეთო მიგრიაული ცნობილი ბრენდის Gucci-ს სარეკლამო რგოლში გამოჩნდა. მარტში ეთო მიგრიაული REDValentino-ს 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის სარეკლამო კამპანიაში გადაიღეს. 2020 წლის სექტემბერში კი ეთო მიგრიაული Valentino-ს 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე გამოვიდა.