მწერალთა სახლის მხარდაჭერით, რუმინულ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობის Performantika მიერ გამოიცა გურამ ოდიშარიას რომანი ,,პრეზიდენტის კატა” მთარგმნელი: ლუდმილა ბეჯენარუ
წიგნის შესახებ: რომანის მთავარი გმირი სოხუმის კოლორიტი, აფხაზი მიხეილ ბღაჟბაა, რომლის შესახებ ისტორიებს მწერალი აფხაზეთში აფხაზებისგანაც ისმენდა და თბილისში ქართველებისგანაც. რომანი სწორედ ამ რეალურ ისტორიებზე დაყრდნობით შეიქმნა. მიხეილ ბღაჟბა საზოგადოებაში დიდი სიყვარულით სარგებლობდა და საკუთარი მოქალაქეების უფლებების დასაცავად იბრძოდა. „პრეზიდენტის კატა“ ნათარგმნია ოცზე მეტ ენაზე, მათ შორის:გერმანულად, სლოვაკურად, ინგლისურად, ჩეხურად, ესტონურად, უკრაინულად, თურქულად, აზერბაიჯანულად, რუსულად, სომხურად და ა.შ.
2017 წელს გამომცემლობა „ინტელექტმა“ გურამ ოდიშარიას რომანი „პრეზიდენტის კატა “აფხაზურ ენაზე გამოსცა