საქართველოს 19-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური რაუნდი პირველი ადგილით დაასრულა. ქართველმა ფეხბურთელებმა ლარვიკის „ფრამპარკენზე“ მასპინძელი ნორვეგიის ნაკრები ანგარიშით 1:0 დაამარცხეს, საქართველოს ნაკრები 26-ე წუთზე გიზო მამაგეიშვილის მიერ კუთხურიდან გატანილი გოლით დაწინაურდა. საბოლოოდ ჯგუფში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.
წინ ელიტ რაუნდია, რომელიც გაზაფხულზე გაიმართება.