21 ოქტომბერს, 18:30 საათზე, Bergen Van Blaaderenweg 32 – ში, ”Kunst 10 daagse” 2021-ის ფარგლებში, გიორგი შენგელიას გამოფენა „სეზონის მეტაფორები“ გაიხსნება.
მიუხედავად პანდემიისა, გიორგი შენგელიას სამუშაო ადგილი სრულიად გადაკეთდა. მან საკუთარი სამუშაო ადგილისა და საგამოფენო სტუდიის გარდა, სამი სასწავლო და პრაქტიკული სივრცე შექმნა მხატვრებისა და ხელოვნების მოყვარულთათვის. სწორედ ამ ოთხ სივრცეში გამოიფინება გიორგის ინტერპრეტაციები წელიწადის დროებზე.
გიორგი შენგელია ჰოლანდიაში მოღვაწე ქართველი მხატვარია. ის სოხუმში დაიბადა, შემდეგ სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, 2003 წლიდან კი მოღვაწეობს და ცხოვრობს ნიდერლანდების სამეფოში.
მისი ნამუშევრები კონცეპტუალურია. გიორგი შენგელიას ნახატები გაბნეულია მთელ მსოფლიოში. შეგიძლიათ ნახოთ შეერთებულ შტატებში, შვედეთში, შვეიცარიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და ნიდერლანდებში.