ბინის შეძენის მსურველ ემიგრანტებს საცხოვრებელ კომპლექსი „ვუდსაიდი დიღომი“ უპრეცედენტო პირობებს სთავაზობს. შეთავაზების თანახმად, საცხოვრებელი ბინის შეძენა მათ ყოველგვარი წინასწარი შენატანის გარეშე, შიდა უპროცენტო განვადებით შეეძლებათ. როგორც პროექტის გაყიდვების დეპარტამეტის უფროსი თამარ სეფერთელაძე განმარტავს, შეთავაზების ფარგლებში, ემიგრანტებს ბინის მთლიან ღირებულებას 40 თვეზე გადაუნაწილებენ.
აღსანიშნავია, რომ „ვუდსაიდი დიღომის“ გაყიდვების პროცესი 2 კვირაა დაიწყო და საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს.
ობიექტი დიღომში, ლუბლიანის ქუჩისა და ა.ბელიაშვილის ქუჩების დამაკავშირებელი კ. ჩაჩავას ქუჩის მიმდებარედ, შალვა გოგიძის პირველი ჩიხის N4-ში შენდება. მისგან 700 მეტრ რადიუსში სხვადასხვა სახის საზოგადოებრივ-საქმიანი ობიექტია წარმოდგენილი: საფეხბურთო მოედნები, კორტები, რესტორნები და ა.შ. ტერიტორიას დაუბრკოლებლად აქვს წვდომა მზის სხივებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. აქ განლაგებულია სხვადასხვა ჯიშის მრავალწლოვანი ხეები, რომელთა წყალობით, კომპლექსის ეზო წყნარი და ეკოლოგიურად სუფთა იქნება.
კომპლექსი 4 ბლოკისგან შედგება. გასართობი, სპორტული და დასასვენებელი ინფრასტრუქტურის გარდა, ტერიტორიაზე გამტარი მოკირწყვლის სისტემა მოეწყობა. შედეგად, საპარკინგე ადგილი ასფალტით არ დაიფარება. მის ნაცვლად, იქნება გამტარი ზედაპირი, რომელიც წვიმის წყალს მიწის მოსარწყავად გამოიყენებს და ხელს შეუშლის მის დაგუბებას. თავად საპროექტო ნაგებობა მიწის ზევით 19 სართული იქნება. შეიფუთება მაღალი ხარისხის მოსაპირკეთებელი მასალებით, მოაჯირებით და მინა-პაკეტით. ტერიტორიაზე დაიდგმება ნარჩენების სეპარაციისთვის განკუთვნილი ურნები და ინკლუზიური ფანტანები 3 პოზიციით, რომლით სარგებლობას ზრდასრულიც, ბავშვიც და შინაური ცხოველიც შეძლებს. შენობა დაპროექტდება მდგრადი განვითარების პრინციპებით, ეკოლოგიურად სუფთა გადაწყვეტებითა და სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებზე.
გაიგეთ მეტი პროექტის შესახებ: https://www.facebook.com/Woodsidedighomi