ნათია გადელია მსოფლიო ჩემპიონია – მან აკვრასა და ორჭიდში ოქროს, ხოლო ატაცში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
საუდის არაბეთში მიმდინარე 17 წლამდე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ნათია გადელიამ (81 კგ.) ატაცში მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას ყველა მითითება შეასრულა, 85/88/91 კგ. დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
გადელიამ აკვრაში თავი 108/113/ 117კილოგრამს გაართვა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ოქრო მოიპოვა ორჭიდის 208 კილოგრამითაც.
გარდა ამისა, ძალოსანმა ატაცსა და ორჭიდში 4-4 კილოგრამით საქართველოს რეკორდის გაუმჯობესება შეძლო.