საუდის არაბეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე გურამ ვეკუამ (96 კგ.) მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ყველა მითითება შესანიშნავად შეასრულა, ატაცში 143/146/148 დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა!
ძალოსანმა აკვრაში თავი 177/180 კილოგრამს გაართვა და აქაც ვერცხლის მედალი მოიპოვა, ასეთივე შედეგი მიიღო ორჭიდის 328 კილოგრამითაც, გარდა ამისა ვეკუამ ატაცში 1 კილოგრამით საქართველოს რეკორდის გაუმჯობესებაც შეძლო, რომელიც მასვე ეკუთვნოდა!
საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზურაბ ანთაურია, პირადი მწვრთნელი კი სლავა ვეკუა