ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმის “ფუტკრის დაცემა” მსოფლიო პრემიერა მონპელიეს საერთაშორისო კინოფესტივალზე, მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში შედგება, კინოფესტივალი საფრანგეთში 15-23 ოქტომბერს გაიმართება.ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.ფილმის რეჟისორი ვაჟიკო ჩაჩხიანია.
ახალგაზრდა რეჟისორმა, ვაჟიკო ჩაჩხიანმა ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტი დაამთავრა, იგი მოქანდაკე და მულტიმედია არტისტია, მისი როგორც არტისტის ნამუშევარი „ცოცხალი ძაღლი მკვდარ ლომებს შორის“ წარმოდგენილი იყო ვენეციის 57-ე ბიენალეზე, 2017 წელს; მონაწილეობა აქვ მიღებული საერთაშორისო გამოფენებში.