10-17 ოქტომბერს “ტერა ინკოგნიტა ფილმსის” ორგანიზებითა და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით თელავში, ზაირა არსენიშვილის სახლ-მუზეუმში სცენარის განვითარების რეზიდენცია გიმართება. ახალი საგანმანათლებლო პროექტი მიზნად ისახავს უცხოელ და ქართველ ექსპერტებთან ერთად 6 მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმის სცენარის განვითარებას.
შემოსული 30 პროექტიდან თელავის რეზიდენციის წლევანდელი გამოშვებისთვის შეირჩა შემდეგი 6 პროექტი: “თავადის ქალი მაია” – ავტორი მარგო ზუბაშვილი; “ცრემლსადენი გაზი” – ავტორი უტა ბერია; “ერთი ცის ქვეშ” – ავტორი ანასტასია ჭანტურაია “კონტექსტიდან ამოჭრილი” – ავტორი გიგი ჯანაშია; “სიჩუმის ქაოსი” – ავტორი ნინო შაბურიშვილი; “თეთრი ჩრდილები” – ავტორი ნინო გოგუა
მენტორები:ცნობილი ამერიკელი სცენარისტი და ნიუ იორკის უნივერსიტეტის პროფესორი კენ ფრიდმანი; კოსოვოელი რეჟისორი, ავტორი და პროდიუსერი ბლერიმ გიოჩი, რომელიც წლებია მოღვაწეობს, როგორც ევროპაში ასევე ამერიკაში; კინოკომპანია “კარტ ბლანშ პიქჩარსის” დამაარსებელი, რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი ანა-მარია ბოიდოკი. იგი წლების განმავლობაში უწევდა კონსულტაციას “მარველისა” და “ლენგი” სტუდიოებს სცენარის განვითარების მიმართულებით; პროდიუსერი დომინიკ ველინსკი საფრანგეთიდან. წლების განმავლობაში ქმნიდა პროექტს “Film Factory”, რომელიც კანის კინოფესტივალის ნაწილი იყო; გერმანელი პროდიუსერი ტიტუს კრეინბერგი, რომელიც მრავალი წელია წარმატებულად მუშაობს, როგორც გერმანულ ასევე საერთაშორისო პროექტებზე. ტიტუს კრეინბერგი რეზიდენციას ფიზიკურად დაესწრება და ინდივიდუალურად იმუშავებს თითოეულ მონაწილესთან.
რეზიდენციას ასევე დაესწრება ამერიკელი მწერალი და გამომცემელი დაგ მორისი. იგი ისაუბრებს სცენარის სპეციფიკაზე: “The Art of Writing”სამუშაო სესიები გაიმართება, როგორც ფიზიკური დასწრებით, ასევე ონლაინ რეჟიმში.
ზაირა არსენიშვილი ქართველი მწერალი და სცენარისტი იყო, მისი სცენარის მიხედვით გადაღებულია ფილმები: „როცა აყვავდა ნუში“ (1972), „აურზაური სალხინეთში“ (1975), „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978, ) „დღეს ღამე უთენებია“ და სხვა.