ქართული ნახევრად ცქრიალა ღვინის ბრენდი – ,,ჟუჟუნა’’ იაპონიის ბაზარზე გავიდა

სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში’’  და იაპონიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, პირველი ქართული ნახევრად ცქრიალა ღვინის ბრენდი – ,,ჟუჟუნა’’  წარმატებით გავიდა იაპონიის ბაზარზე.

„ქართული წარმატებული ბრენდი ევროპისა და ამერიკის კონტინენტის ბაზრებზე გასვლას გეგმავს. ასევე, სააგენტოს ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში კომპანია საკუთარ პროდუქტს სასმელი და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა Anuga-ზე ქალაქ კიოლნში გაიტანს, სადაც ასობით პოტენციურ დამკვეთთან ექნება შეხვედრის შესაძლებლობა.“ – ნათქვამია სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში’’ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ჟუჟუნა” სააგენტოს პროგრამის – საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ბენეფიციარია, რისი მეშვეობითაც ღვინის ჩამოსხმა – დაფასოებისათვის საჭირო დანადგარების შეძენა შეძლო.