3 ოქტომბერს საქართველოს ელჩი იტალიაში კონსტანტინე სურგულაძე და საელჩოს მრჩეველი დავით გომართელი ქალაქ პიზაში, წმინდა გიორგის სახელობის ქართულ სამრევლოსთან არსებული საკვირაო სკოლის გახსნას დაესწრნენ.ინფორმაციას იტალიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
საელჩოს წარმომადგენლებმა სკოლას საჩუქრად გადასცეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის კურაციით „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შექმნილი ქართული სახელმძღვანელოები.
საკვირაო სკოლის გახსნის დღეს წირვა აღევლინა პიზის ქართული სამრევლოს წინამძღვრის, მამა მათეს (ქუთელია) მიერ.