შვეიცარიაში, ციურიხის ხელოვნების 23-ე საერთაშორისო გამოფენის Zurich Art International ფარგლებში, ქართველი მხატვრის, მამუკა კაპანაძის გამოფენა უკვე მეორედ მოეწყო.
წელს მამუკა კაპანაძემ ახალი ტრანსცენდენტული კონცეფცია წარადგინა, რომელმაც დამთვარიელებლის დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
გამოფენის ორგანიზატორებმა ონლაინ კატალოგი შექმნეს, სადაც მამუკას გვერდიც შევიდა.
ღონისძიებას შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ესტუმრნენ. მათ დაათვალიერეს ნამუშევრები და მხატვარს მხარდაჭერასაც დაჰპირდნენ.
გამოფენა 30 სექტემბერს გახსნა და 4 ოქტომბრამდე გაგრძელდა.
მამუკა კაპანაძის ნამუშევრები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა კოლექციაში ინახება.