„Forbes Georgia“– ს ინფორმაციით, 30 სექტემბერს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის, NBA-ის ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა, Golden State Warriors-მა გუნდის საოპერაციო მიმართულებებზე ახალი კადრები წარადგინა.
„საკალათბურთო გუნდის განცხადების თანახმად, Golden State Warriors-ის ყოფილი ცენტრი, ქართული კალათბურთის ლეგენდა, ზაზა ფაჩულია გუნდის კალათბურთისა და ბიზნესის ურთიერთობების დეპარტამენტს უხელმძღვანელებს.“ – ნათქვამია „Forbes Georgia“- ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.