2021 წლის 2 ოქტომბერს, 18:00-ზე, რომის Palazzo Velli Expo-ში გაიხსნა გამოფენა “ქართული ანბანი”, რომელზეც წარმოდგენილია ქართველი ხელოვანის, ცისანა ქოთილაიძის( მწყენსის სახლი) მიერ ნარუქისგან შესრულებული ნამუშევრები.
დასწრება თავისუფალია.
ქართული ანბანის გამოფენა 4 ოქტომბრამდე გასტანს.
ღონისძიება იმართება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტისა და იტალიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით.