კატარში პოეზიის კონკურს „ნაზრა“-ს გამარჯვებული გიორგი ლობჟანიძე გახდა

კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოსა და კატარის კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით 2021 წლის 15-25 სექტემბერს ყოველწლიური პოეზიის კონკურსი „ნაზრა“ გაიმართა, რომელიც ქართულ ლექსებს დაეთმო. საკონკურსო ლექსების თემა გახლდათ „ადამიანი – პოეზიისა და სიკეთის შუაგული“ ლექსით „ბაღი უდაბნოში“ პოეზიის კონკურს „ნაზრა“-ს გამარჯვებული გიორგი ლობჟანიძე გახდა.

გიორგი ლობჟანიძეს კატარის კულტურის და სპორტის სამინისტრო გადასცემს ჯილდოს და მიიწვევს კატარის სახელმწიფოში 2022 წლის 21 მარტს დაგეგმილ პოეზიის საერთაშორისო დღეზე.