ფინეთში მიმდინარე U20 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 102 კგ. წონით კატეგორიაში დღეს საქართველოს ნაკრებს კიდევ 3 მედალი შეემატა.
ზაზა ლომთაძემ ატაცში 151/155 კილოგრამი დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ლომთაძე აკვრაში საუკეთესო იყო, თავი 186/193/196 კილოგრამს გაართვა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ორჭიდის 351 კილოგრამით კი ვერცხლი მოიპოვა.
ვანო ქაზუმაშვილმა კი ატაცში თავი 130/135 კილოგრამს გაართვა და მე-9 ადგილზე გავიდა, ძალოსანმა აკვრაში 160/168 დაძლია და მე-6 ადგილზეა, ორჭიდში მოგროვილი 303 კილოგრამით კი მეშვიდე ადგილზე.
საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი მალხაზ ლომთაძეა.