ჩეხეთში „Speak-dating”-ის განმავლობაში ქართული ენა მაღალი ინტერესით სარგებლობდა

ქართული ენის შემდგომი პოპულარიზაციის მიზნით, 2021 წლის 29 სექტემბერს, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ენების ევროპული დღის აღსანიშნავ ონლაინ ღონისძიებაში – “Speak-dating”, რომელიც ჩეხეთში ევროკომისიის წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიებაში 20 ენა მონაწილეობდა.

მონაწილეებს შესაბამისი ენების ათწუთიანი გაკვეთილები ჩაუტარდათ. „Speak-dating”-ის განმავლობაში ქართული ენა მაღალი ინტერესით სარგებლობდა.